აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ - 19-ის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა, ­ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის 229 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ვირუსს 3 105 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 221 717-ია.

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა