ხათუნა გოგორიშვილი - თალაკვაძემ იმაზე ილაპარაკოს, თვითონ რაზე ნერვიულობს და რა პრობლემებს წააწყდება, განსაკუთრებით, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოპოზიციის წარმომადგენლად ირაკლი კობახიძეს ფრიდონ ინჯია ჰყავს წაყვანილი

პარლამენტის თავმჯდომარემ იმაზე ილაპარაკოს, თვითონ რაზე ნერვიულობს და რა პრობლემებს წააწყდება. განსაკუთრებით, ახლა, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს და ოპოზიციის წარმომადგენლად ირაკლი კობახიძეს ფრიდიონ ინჯია ჰყავს წაყვანილი, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ პალამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მიიჩნევს, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე ოპოზიცია საკმაოდ ნერვიულობს.

„იმაზე ინერვიულოს, რომ ევროპაში მოგვეჭრება თავი და ქვეყანას ეჭრება თავი, იმაზე ნუ ინერვიულებს რას ფიქრობს ოპოზიცია. ოპოზიციას უფლებამოსილებას შეუწყვეტენ თუ არა, ეს ფორმალობაა...

კიდევ ერთხელ, ხაზი გაესმება იმას, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად მარტოა დარჩენილი პარლამენტში და რაც არ უნდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ოთხი ჰყავდეს და კიდევ ერთი-ორი მიემატოს სხვა პარტიებიდან, ეს ვერანაირად ვერ შექმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში ნორმალური, ჯანსაღი დემოკრატიული ოპონირება მიდის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. თუ ვინმეს უნდა და გამოჩნდა კიდეც, რომ ვიღაცეები საბაბს ეძებენ როგორ შევიდნენ პარლამენტში, ზოგმა იარაღის ტარების უფლება მოინდომა და ზოგმა კიდევ გაწიკწიკებული სარჩევნო კოდექის პირობის მიღება, ასეთები თუ არიან, მაინც შევლენ და მაინც მიზეზს მონახავენ. შეიძლება, საერთოდ თქვან, გაზაფხული მოვიდა, კარგ ხასიათზე დავდექი და შევდივარ პარლამენტშიო. ეს არ არის ოპოზიციის პრობლემა, ვისაც ოპოზიცია ჰქვია“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, მიწიერი სატყუარებით მოტყუებულ დეპუტატებზე საუბარი, რომ ისინი ოპოზიციური ერთობისთვის დანაკლისია, სწორი არ იქნება. გოგორიშვილმა ასევე რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა, რომელიც მმართველი გუნდის ინიციატივით პარლამენტში შესული ცალკეული დეპუტატებისთვის ხორციელდება.

„ალეკო ელისაშვილს შეუძლია, რომ შევა, დაემატოს ფირდინ ინჯიას „პატრიოტებს“, როგორმე 7 მოგროვდნენ და გააკეთონ ფრაქცია. როგორც ჩანს, ასე ძალიან სააშკარაოზე გამოტანა „ქართული ოცნების“ სატელიტ „პატრიოტებთან“ ალიანსის არ უნდათ, ამიტომ მოიგონეს ახალი ვარიანტი.

ახლა დადგნენ ფაქტის წინაშე, როგორც ჩანს, ერთი თანაშემწე არ ჰყოფნით, იმიტომ რომ პარლამენტის ყველა წევრს, რომელიც თანამდებობის პირი არ არის, ჰყავს თავისი თანაშემწე, როგორც ჩანს, 4 თანამშრომელი არ არის საკმარისი „პატრიოტთა“ წარმომადგენლებისთვის, თუ რა ჰქვიათ, „ევროპელი სოციალისტები“, ასევე არ ეყოფათ თითო-თითო თანაშემწე ელისაშვილს, იაგო კაჭკაჭიშვილს, ლევან იოსელიანს და მათ მსგავს ადამიანებს. ამიტომ უქმნიან სასათბურე პირობებს. ტელევიზორში ვნახე, რომ მივიდნენ, ძალიან სასაცილო კადრი იყო, ელისაშვილი და იოსელიანი მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ და მეორე მხარეს თალაკვაძე და მდინარაძე იყვნენ, საერთაშორისო მოლაპარაკებების იმიტაციას რომ ტოვებდნენ. იქ მანქანას მისცემენ, ახლა რაღაცას მოიფიქრებენ, რომ უფრაქციოებს თავისი დამატებითი ლიმიტები ექნებათ, ტელეფონების და ა.შ. ასეთი მიწიერი სატყუარებით ადამიანები როცა ტყუვდებიან, იმათზე ვილაპარაკოთ, რომ მათ რაღაც იდეალები აქვთ და ოპოზიციური ერთობისთვის დანაკლისია, ნამდვილად არ იქნება სწორი“, - განაცხადა გოგორიშვილმა

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე