ჯანმო - კორონავირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს, ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და გავანადგურებთ კიდეც

კაცობრიობა კოვიდ 19-ის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ამ ვირუსს დაამარცხებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს.

„ნიშნავს ეს იმას, რომ ომს ვაგებთ? არა. ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა ერთმანეთს, არამედ ვირუსს ვებრძვით, ვარიანტების ჩათვლით. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და ჩვენ მას გავანადგურებთ,“- აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

ცნობისათვის, მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული“ შტამი უკვე მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია გავრცელებული. რაც შეეხება ვირუსის სხვა ვარიანტებს, ე.წ. „სამხრეთ აფრიკული ვარიანტი“ მსოფლიოს 31 ქვეყანაში, „ბრაზილიური“ კი - 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა