კახა კუჭავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს ქართული დელეგაცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა, ქართული მხარე ასევე გეგმავს, ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე გაამახვილოს ყურადღება.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, ერთი წლის თავზე, კვლავ ხდება საკითხის დაყენება ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს. ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, ამ საკითხებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოუწოდებს, შეასრულოს ვალდებულებები.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა