სომხეთში კორონავირუსის 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს 11 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 166 669 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 067 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 156 000-ს აჭარბებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს