პრემიერი - თუ არსებული ტენდენცია ერთი კვირა შენარჩუნდება, შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნაზე დავიწყოთ მსჯელობა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი და დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნასთან დაკავშირებითაც დაიწყოს მსჯელობა.

გახარიას თქმით, მათ შორის ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

"დღეს მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს - როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად, ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. მაშინ, როცა ჩვენ მიზნობრივი შეზრუდვები დავაწესეთ, ეს იყო ნოემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი უაღრესად მაღალი იყო, ზოგ ქალაქში 30%-ს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 ათასი აღებული ტესტიდან, დადებითი მხოლოდ 723-ია, რაც რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც დიდი რიცხვია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როცა დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% 7 დღის განმავალობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა და როგორც ჩანს, დღვანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში, ეს ეხება საგანამანთლებლო დაწესებულებებს, რომ ჩვენს ბავშებს მივცეთ შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც ერთვის და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და სრულად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. 2,3,4 და 5 ათას ყოველდღიურ მაჩვენებლზე უნდა გვესმოდეს, რომ ნორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაზე საუბარი არ და ვერ იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი - თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, შესაძლებელია, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დავიწყოთ

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა