სალომე სამადაშვილი - არ მოვიტყუებთ თავს, რომ დღევანდელი გირაო არის პრობლემის რაიმე სახის გადაჭრა - ოპოზიციის მოთხოვნაა გიორგი რურუას გათავისუფლებაც

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიესალმება იმას, რომ პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს და ისინი განაჩენს გარეთ დაელოდებიან.

თუმცა, როგორც სამადაშვილმა „ინტერპესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებაა, რომელიც ჯერ კიდევ პატიმრობაშია.

სამადაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაჭრამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პროგრესზე საუბარი რთული იქნება.

„რაც შეეხება პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესს, იცით, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ასევე ოპოზიციის მოთხოვნაა, ამიტომ, ამ საკითხის გადაჭრის გარეშე, ვფიქრობ, რომ პროგრესზე საუბარი რთული იქნება. თუმცა, ცხადია, მივესალმებით იმას, რომ ეს ორი ადამიანი დღეს საკუთარ სახლში იქნება და ამ საქმესთან მიმართებით სამართლიანობა გარკვეულწილად წინ წავიდა. თუმცა, სანამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება, ასევე არ მოვიტყუებთ თავს იმაზე, რომ დღევანდელი გირაო არის ამ პრობლემის რაიმე სახის გადაჭრა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით მოლაპარაკების პროცესი ჩიხში იყო შესული. რაც შეეხება ოპოზიციას, ორი დღის წინაც დაადასტურდა მზადყოფნა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, ამიტომ, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა