გიგა მაქარაშვილი - „სირცხვილიამ“ გადაწყვიტა ითავოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხის შეგროვება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხას სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ აანაზღაურებს.

როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა მაქარაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანების სასამართლო პროცესი არის „ღირსების საქმე“ და უმნიშვნელოვანესია სოლიდარობის ნიშნად სასამართლო შენობასთან დგომასთან ერთად, თანხის შეგროვებაშიც დაეხმარონ.

,,ვადასტურებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიამ“ გადაწყვიტა ითავოს თანხის შეგროვება ორივე მათგანისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანების სასამართლო პროცესი არის ღირსების საქმე და უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ სასამართლო შენობასთან ვიდგეთ არამედ, როდესაც ასევე უსამართლოს დააკისრეს ეს თანხა დავეხმაროთ ამ თანხის შეგროვებაში. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება და არაერთხელ მსგავსი, ან სხვა საქმეებისთვის მოგვიხდენია თანხის მობილიზება. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები რომლებიც პატივს სცემენ ადამიანების უფლებებს მოახერხებენ შეაგროვონ ეს თანხა რომელიც ერთ დღესაც უკან დაუბრუნდებათ. ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. დღეს გამოუშვებენ სასამართლო დარბაზიდან, ხვალ უკვე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გაამართლებენ და ზეგ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გიორგი რურუაც გამოუშვან“, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

ცნობისთის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა