ანონსი 29 იანვარი

29 იანვარს, 11:00 საათზე, მოძრაობა "ხალხისთვის" ორგანიზებით გაიმართება აქცია-პერფომანსი - "საქართველოს მასშტაბით, სადაც არ უნდა იყოთ, 11:00 სთ-ზე მიეცით სიგნალი - ქვეყანა უნდა გაიხსნას".
ავტომობილებით მსვლელობა დაიწყება კიევის ქ. N1-დან სახელმწიფო კანცელარიისკენ.
საკონტაქტო:599437403
29 იანვარს, 11:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო", კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით ერთობლივი ხედვის პრეზენტაციას გამართავენ.
მის: თამარ ჭოველიძის 10 (ყოფილი ბელინსკი) მე-8 სართული.
29 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
29 იანვარს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
29 იანვარს, 11:00 საათზე, გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის ოჯახის ადვოკატი თემურ ქავშბაია საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის.: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა 68. ოფისი 18.
29 იანვარს, 11:00 საათზე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, ონლაინ ბრიფინგს გამართავს, სოციალური ქსელის - Facebook-ის საშუალებით. https://www.facebook.com/geostat.ge/.
თემა: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.
29 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ეროვნული მუზეუმის სამომავლო გეგმების თაობაზე ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს მოუსმენენ.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
29 იანვარს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და მთის ეროვნული საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
თემა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)
29 იანვარს, 12:30 საათზე, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ცენტრალურ ოფისში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება.
მისამართი: ონიაშვილის #37
29 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე გამართავს ბრიფინგს 1-ლი თებერვლიდან სასწავლო პროცესის დასწრებითი ფორმით გაგრძელებასა და დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით.
მის: დიმიტრი უზნაძის 52.
29 იანვარს, 16:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე მარიამ ცისკაძის თავმჯდომარეობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებიდან გაშვებული მეცნიერების საქმეზე, შემაჯამებელ სხდომას გამართავს.
მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა, დარბაზი N1
საკონტაქტო: 599 291202

























