ვახტანგ გომელაური ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებზე - ვინ თქვა, ვინ მონათლა, რომ მოღალატეები არიან?! - მითხარით სახელი და გვარი!

ვინ თქვა, ვინ მონათლა, რომ მოღალატეები არიან?! - ვინმე ოფიციალურად გამოვიდა და გამოაცხადა?! მითხარით სახელი და გვარი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მინისტრმა თქვა ისიც, რომ მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დაარქმევს.

“ყველა ადამიანი თანასწორია. ვინც დააშავებს პასუხი უნდა აგოს - იქნება მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.

გომელაურის თქმით, როცა პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, მათი დაპატიმრება მოითხოვა, ხოლო ახლა ჩათვალეს, რომ სასამართლოში გირაოს მოთხოვნით შესვლის საჭიროება იყო.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა