ხათუნა გოგორიშვილი - გირაოს თანხასთან დაკავშირებით სოლიდარობა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ მოახერხა მოღალატის იარლიყის მიწებება კარტოგრაფებისთვის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი დაკავების პირველი დღიდან წესიერებისა და პრინციპულობის დემონსტრირებას ახდენს.

გოგორიშვილის თქმით, როგორც ივერი მელაშვილი, ასევე ნატალია ილიჩოვა, საკუთარი პროფესიონალიზმისა და პრინციპების ერთგულნი დარჩნენ.

„პირველი დღიდან, რაც „კარტოგრაფების საქმე“ დაიწყო, ერთადერთი, რის დემონსტრირებასაც აკეთებს ივერი მელაშვილი, ეს არის წესიერება, პატიოსნება და პრინციპულობა. გუშინაც მისი გამოსვლა ზუსტად ამის მაჩვენებელი იყო. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო უსამართლოდ დაკავებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დარჩა ერთგული თავისი პროფესიონალიზმისა და თავისი პრინციპებისა. რაც შეეხება თავისთავად ამ საქმეს, ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განმავლობაში არაერთი პოლიტიკური დაჭერა და არაერთი პოლიტიკური პატიმარი გვყოლია, „კარტოგრაფების საქმე“, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მაინც გამორჩეულები არიან, რადგან, ერთადერთი რის გამოც ისინი დაისაჯნენ და რის გამოც ამდენი თვე იყვნენ ციხეში, ეს არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ევაჭრა ამ ორი წესიერი პროფსიონალით, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის გრძნობებზე ეთამაშა და „პატრიოტიზმი “ წინა პლანზე წამოეწია. თუმცა, მინდა აქვე ვთქვა, რომ გუშინ უპრეცედენტო სოლიდარობა იყო გირაოს თანხასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათში შეგროვდა გირაოს თანხა, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერანაირად ვერ მოახერხა ამ ადამიანებისათვის მოღალატის იარლიყის მიწებება და ეს ადამიანები სრულიად საზოგადოების მხრიდან საოცარი მხარდაჭერით სარგებლობენ“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000 - 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია