ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების (New START) 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ფედერალური კანონი რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გაგრძელების შეთანხმების რატიფიცირებას ახდენს, რომელსაც რუსეთმა და აშშ-მ 2021 წლის 26 იანვარს მიაღწიეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ფედერალური კანონი მისი ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან ამოქმედდება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი 2010 წელს გაფორმებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რომლის ვადა მიმდინარე წლის 5 თებერვალს იწურება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა