აღდამის რაიონში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა

აღდამის რაიონის სოფელ მარზილიში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების განხორციელებას გააკონტროლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუსუნ ემრე გარაოსმანოღლუ და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი ესწრებოდნენ.

ზაქირ ჰასანოვმა, იუსუნ ემრე გარაოსმანოღლუმ და ალექსანდრე ფომინმა, ცენტრის წინ წითელი ლენტი გაჭრეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა.

გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ცენტრის მთავარი მიზანი აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების პუნქტების შესრულების გაკონტროლებაა.

ერთობლივი ცენტრის უსაფრთხოების კონტროლს აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეები განახორციელებენ. ცენტრში 60 თურქი და რუსი სამხედრო მოსამსახურე იქნება წარმოდგენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა