ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 8 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე ბაზაზე, სადაც ავღანეთის თავდაცვის ძალები არიან განთავსებული, თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებლებით დატვირთული ავტომობილით შეიჭრა და თავი აიფეთქა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 8 თანამშრომელი დაიღუპა.

ადგილობრივი საკრებულოს ხელმძღვანელის მოადგილემ, აიმალ ომარმა კი განაცხადა, რომ დაღუპულია 15 და დაშავებულია 5 ჯარისკაცი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო