პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საგანძურის თაობაზე გასვლითი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში საგანძურის თაობაზე გასვლითი სხდომა გამართა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა და კომიტეტის წევრებმა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული საგანძური (ოქროს ფონდი) მოინახულეს.

დახურული სხდომა, რომელსაც მუზეუმის თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები და "საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის" წევრები ესწრებოდნენ, საგანძურში არსებულ ვითარებას მიეძღვნა.

კომიტეტის მიერ გამოიცა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობის მიერ სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაციები საგანძურში დაცული ექსპონატების უსაფრთხოებისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა