ირანში ევროპიდან ჩასულ მგზავრებს 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა  მოუწევთ

ირანში ევროპიდან ჩასულ მგზავრებს 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის კორონავირუსთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტის პრესსპიკერმა ალირეზა რაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა რეგიონებიდან, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან, შესვლის მსურველმა მოქალაქეებმა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ.

რაისმა განმარტა, რომ უარყოფითი პასუხის წარდგენა ევროპიდან ჩასული მგზავრებისთვისაც სავალდებულოა, თუმცა მათ, ირანში ჩასვლისას ტესტი ხელახლა უნდა გაიარონ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში 2-კვირიანი თვითიზოლაცია მაინც უნდა გაიარონ.

ალირეზა რაისს არ დაუკონკრეტებია, როდის ამოქმედდება ახალი ზომები და მხოლოდ სიტყვა „ამიერიდან“ ახსენა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ირანში ევროპიდან ჩასულ მგზავრებს მხოლოდ ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებოდათ.

ირანში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 1.4 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 57 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა