ნათია თურნავა - ნამახვანი ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია

დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით საქმიანობა განაახლა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის.

„ჩვენ გვაქვს ყველა შანსი იმისა, რომ ვიყოთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ძლიერი ქვეყანა, რომელიც ამაყობს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობით. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია უმეტესად „მწვანეა", რომელიც ჩვენი ეროვნული სიმდიდრიდან - წყლიდან გამომუშავდება," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ნამახვანი ჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებთ პროექტის ინვესტორს. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა. შედეგად, ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხოა. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ იგივე გეოლოგიური თვალსაზრისით, ნამახვანი ჰესი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა სეისმოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე," - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნამახვანი ჰესის ასაშენებლად საქართველოში 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა პოსტკოვიდური კრიზისის ფონზე.

„ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ესაა საქართველოს 2,000-მდე მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ისინი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეები არიან. ჩვენ ცალსახად გვერდში დავუდგებით ამ პროექტს," - განაცხადა მინისტრმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს