გერმანიაში კორონავირუსის 11 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 399 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსის 11 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 216 363-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ - 19-ს კიდევ 399 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 56 945-ს მიაღწია.

30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანია გაერთიანებულ სამეფოდან, ირლანდიიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან თვითმფრინავების, მატარებლების, ავტობუსებისა და გემების შესვლას კრძალავს. გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება აღნიშნულ ქვეყნებში გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტებისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვის მიზნით მიიღო.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გერმანიაში 17 თებერვლამდე იმოქმედებს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიაში კორონავირუსის 11 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 399 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო