ქეთი წიკლაური - თემურ წიკლაურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა

მომღერალ თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მისი შვილი, ქეთი წიკლაური ავრცელებს.

ის საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინონ თემურ წიკლაურის ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობა და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, მათ შორის სოციალური ქსელით.

როგორც ქეთი წიკლაური აღნიშნავს, ის პირადად გაავრცელებს ინფორმაციას მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის - კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია, ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, ზოგადად, მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ, თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და "ფბ"-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც გთხოვთ თავი შევიკავოთ. ასეთ დროს ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება, მე პირადად გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა- სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის”,-წერს სოციალურ ქსელში ქეთი წიკლაური.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის სტაციონარში გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა