CNN - იმპიჩმენტის განხილვის დაწყებამდე 1 კვირით ადრე დონალდ ტრამპის ადვოკატების ნაწილმა საქმეზე უარი თქვა

აშშ-ის სენატში იმპიჩმენტის განხილვის დაწყებამდე 1 კვირით ადრე დონალდ ტრამპის ადვოკატების ნაწილმა საქმეზე უარი თქვა.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპთან მუშაობაზე მთავარმა უფლებადამცველმა ბაჩ ბაუერსმა უარი განაცხადა.

საქმეზე ასევე უარი თქვეს უფლებადამცველმა დებორა ბარიემ და ადვოკატმა ჯოშ ჰოვარდმა.

გამოცემის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატებისგან დაჟინებით მოითხოვდა დავის საგნად საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება წარედგინათ.

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვას 8 თებერვალს დაიწყებენ. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სენატორებს საშუალება მიეცემათ გამართონ მეორე კენჭისყრა და ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.

იხილეთ ვიდეო:იმპიჩმენტის განხილვის დაწყებამდე 1 კვირით ადრე დონალდ ტრამპის ადვოკატების ნაწილმა საქმეზე უარი თქვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა