Bloomberg - ისრაელში ვაქცინაცია მოსახლეობის 51%-ს ჩაუტარდა, მსოფლიოში კი სულ 94.4 მილიონი ადამიანი აიცრა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94.4 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 9.3%-ს შეადგენს.

აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 23 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.6%-ს შეადგენს.

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 51%-ს შეადგენს.

ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 28.9 და 13.2%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - ისრაელში ვაქცინაცია მოსახლეობის 51%-ს უკვე ჩაუტარდა, მსოფლიოში კი სულ 94.4 მილიონი ადამიანი აიცრა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა