რუსეთში საპროტესტო გამოსვლებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები იმართება.

მასშტაბური დემონსტრაციები ვლადისვასტოკში, ხაბაროვსკში, ნოვოსიბირსკსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში მიმდინარეობს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 400-ს აღემატება.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ამ დროისათვის დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი.

28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები იმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო