ენტონი ბლინკენი - აშშ გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მკაცრი ტაქტიკის გამოყენებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის ხელისუფლების მკაცრ ქმედებებს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

„აშშ გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მკაცრი ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზედიზედ მეორე კვირის განმავლობაში. კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების დაცვისთვის დაკავებულები, კერძოდ კი ალექსეი ნავალნი“, - წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, რუსეთში საპროტესტო გამოსვლებზე დაკავებულთა რიცხვი 1600-ს აღწევს. დაკავებულთა შორის არის ალექსეი ნავალნის მეუღლე.

იხილეთ ვიდეო:ენტონი ბლინკენი - აშშ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალია გამოყენებას გმობს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს