ანონსი 1 თებერვალი

ანონსი 1  თებერვალი

1 თებერვალს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

1 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: დღეიდან ეკონომიკა ნაწილობრივ იხსნება - კოვიდშეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სამთავრობო გეგმა, ბიზნესის ნაწილის პროტესტი და ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 თებერვალს, 11:00 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტში" საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასისა და "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის ნინო ტალიაშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ევროპის უნივერსიტეტი" და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ევროპის დღეები 2021ის ფარგლებში, აცხადებენ ესსეების კონკურსს თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი".

მის: თბილისი, გურამიშვილის გამზირი #76, "ევროპის უნივერსიტეტი"

საკონტაქტო: რაულ ქირია - 577 22 22 80

1 თებერვალს, 11:00 საათზე, მცხეთის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 თებერვალს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: დღეიდან ეკონომიკა ნაწილობრივ იხსნება - კოვიდშეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სამთავრობო გეგმა, ბიზნესის ნაწილის პროტესტი და ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 თებერვალს, 12.00 საათზე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ბრიფინგს გამართავს.

1 თებერვალს, 14:30 საათზე, "ევროპული საქართველოს" ოფისში ლელა ქებურიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ჩხოროწყუ

საკ: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 თებერვალს, 15:00 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარს შეიტანენ, საქმის შეწყვეტისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

1 თებერვალს, 16:00 საათზე, ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი და სხვა ადვოკატები სახალხო დამცველის ოფისთან ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "სახალხო დამცველის მხრიდან ადვოკატის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტის მოთხოვნა".

მის.: დავით აღმაშენებლის გამზირი 80 ( სახალხო დამცველის ოფისი).

საკონტაქტო: ლაშა ჯანიბეგაშვილი - 558 77 77 33

1 თებერვალს, 16:00 საათზე, სტუდენტები მთავრობის კანცელარიის წინ ბრიფინგს გამართავენ.

თემა: პანდემია, სასწავლო პროცესი და გადასახადები.

საკონტაქტო: გიორგი კაციაშვილი - 597 981 123