აზერბაიჯანში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 355 პაციენტი, კორონავირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის დასადგენად ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 6 330 ტესტი ჩატარდა.

საერთო ჯამში აზერბაიჯანში ვირუსის 230 219 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 223 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 3 132 პაციენტი გარდაიცვალა.

COVID-19-ის დიაგნოზით 3 772 ადამიანი ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა