ამირან გამყრელიძე - ერთბაშად რომ მოიხსნას ყველა შეზღუდვა, მალე იმ მდგომარეობას დავუბრუნდებით, რაც დეკემბერ-ნოემბერში გვქონდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქებისას არის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი, მაგრამ თუ ყველა მოქალაქე დაიცავს არსებულ რეგულაციებს, ამით არა მხოლოდ არსებული სიტუაცია შენარჩუნდება, არამედ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებაზე დაიწყება მსჯელობა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ერთბაშად რომ მოიხსნას ყველა ის შეზღუდვა, რაც დღეს ქვეყანაში არის დაწესებული, მაშინ საქართველოში ისევ ისეთი ეპიდვითარება იქნება, რაც დეკემბერ-ნოემბერში იყო.

„ახლა ქვეყანაში მდგომარეობა სტაბილურდება, საკმაოდ შესამჩნევი პროგრესია სტაბილიზაციისკენ. მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით, ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ დაბლა არის ჩამოსული დადებითობის მაჩვენებელი, რაც იმის პირდაპირი ნიშანია, რომ ვირუსის ცირკულაცია შემცირებულია, მაგრამ ის არის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც მუდმივად არის საუბარი, რომ რეგულაციების შემსუბუექების პერიოდში ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მივიღოთ.

ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქებისას არის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი, მაგრმ თუ ყველა გავითავისებთ და დავიცავთ იმ რეგულაციებს, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, მაშინ დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნებას შევძლებთ და პირიქით, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეტაპობრივად თითქმის ყველა ბიზნესი თანდათანობით და არა ერთბაშად აღდგეს. ერთბაშად რომ მოიხსნას ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობს, ჩვენ მალე ისევ იმ მდგომარეობას დავუბრუნდებით, რაც დეკემბერ-ნოემბერში გვქონდა. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს თანდათანობით მოხდეს. ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების და რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით პროგრესი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მალე აღდგეს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა