ჟოზეფ ბორელი - ვწუხვარ, რუსეთში მასობრივი დაკავებებისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს მასობრივი დაკავებების გამო.

როგორც ის "ტვიტერზე" წერს, ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავისუფალი აზრის გამოხატვა შიშის გარეშე.

"ვწუხვარ, რუსეთში მასობრივი დაკავებებისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავისუფალი აზრის გამოხატვა და არ უნდა ეშინოდეთ რეპრესიების. რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები" ,- აცხადებს ბორელი.

ცნობისთვის, რუსეთში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი დააკავეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოსვლები ეკატერინბურგში და ნოვოსიბირსკში ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო