AstraZeneca ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 9 მილიონ დამატებით დოზას მიაწვდის

კომპანია AstraZeneca ევროკავშირს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 9 მილიონ დამატებით დოზას მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიანმა განაცხადა.

“ AstraZeneca, პირველ კვარტალში, 9 მილიონ დამატებით დოზას (საერთო ჯამში 40 მილიონ დოზას) მოგვაწვდის,“- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ვაქცინებთან დაკავშირებით „წინგადადგმული“ ნაბიჯია.

ცნობისათვის, AstraZeneca-სა და ევროკავშირს შორის თავდაპირველად მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომპანიას ბლოკისთვის, 2021 წლის პირველ ნახევარში, ვაქცინის 80 მილიონი დოზა უნდა მიეწოდებინა. კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჰოლანდიასა და ბელგიაში მდებარე საწარმოებში წარმოებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, წლის პირველ კვარტალში ვაქცინის დაპირებული რაოდენობით მიწოდებას ვერ შეძლებდა. ამ განცხადების გამო ევროკავშირმა კომპანია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს კონტრაქტის პირობების დარღვევა იყო, რის გამოც, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ ზომებს მიიღებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა