თბილისში, სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 1-ელ თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“საბურთალოს რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მირიანაშვილის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ყიფიანის, ბოგდან ხმელნიცკის, აღნიაშვილის, ბურჯანაძის, პერინის, თეკლა ბატონიშვილის, ქინძმარაულის და ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბაზალეთის და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და შალვა მეშველიძის ქუჩის მოსახლეობას. ხოლო გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

“თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა