მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და არჩეული ლიდერი, პარტიის "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი, ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს.

დაკავებების განხორციელებიდან რამდენიმე საათში სამხედრო ტელევიზიით ქვეყანაში 1 წლით საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ განცხადება გაკეთდა.

გადატრიალებას სამოქალაქო მთავრობასა და სამხედროებს შორის ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების საკითხზე დაძაბულობა უძღოდა. გასული წლის ნოემბრის არჩევნებში აუნგ სან სუ ჩიის პარტიამ მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი საპარლამენტო ადგილები მოიპოვა, თუმცა ქვეყნის არმია ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბებით ჩატარდა.

შეერთებულმა შტატებმა მიანმარში მომხდარი გადატრიალება დაგმო და განაცხადა, რომ ვაშინგტონი "არჩევნების შედეგების შეცვლის ან მიანმარში ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის შეფერხების მცდელობის წინააღმდეგია ". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა სამხედროებს მთავრობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა