სომალის სასტუმროში შეიარაღებულ თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშუს სასტუმროში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კვირას საღამოს სასტუმროში ავტომობილით შეჭრილმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული „ალ-შაბააბის“ მებრძოლებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შორის სროლა მოჰყვა, რომელიც დღეს დილამდე გაგრძელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ოთხი თავდამსხმელია. ამასთან, დაშავებულია 10 სამოქალაქო პირი.

„ალ-შაბააბი“ სომალის ცენტრალური მთავრობის დამხობისა და საკუთარი მმართველობის დამკვიდრებისთვის 2008 წლიდან იბრძვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა