დონალდ ტრამპმა ორი ახალი ადვოკატი დაიქირავა, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურაზე მისი დაცვის ჯგუფს უხელმძღვანელებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორი ახალი ადვოკატი დაიქირავა, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურაზე მისი დაცვის ჯგუფს უხელმძღვანელებს.

დონალდ ტრამპის ოფისის ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცედურაზე, რომელიც სენატში 9 თებერვალს დაიწყება, ყოფილი პრეზიდენტის მთავარი დამცველები იურისტები დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი იქნებიან. აღნიშული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე ადვოკატი საკუთარი იმპიჩმენტის საქმეს მოულოდნელად ჩამოაშორა. დონალდ ტრამპს, რომელმაც თანამდებობა 20 იანვარს დატოვა, კაპიტოლიუმის შენობაში მხარდამჭერების შეჭრის წახალისებაში ადანაშაულებენ. ის პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომლის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი ორჯერ დაუჭირა. იმისთვის, რომ სენატმა ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადოს, კანონმდებლების მინიმუმ 2/3-ის თანხმობაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 17 „რესპუბლიკელმა“ სენატორმაც უნდა დაუჭიროს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა