ავსტრალიაში კორონავირუსის 1 შემთხვევის გამო 2 მილიონამდე ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა

ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პერთში დღეიდან მკაცრი 5-დღიანი კარანტინი დაწესდა,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასტუმროში, სადაც საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეები კარანტინს გადიან, დაცვის სამსახურის ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსზე ტესტი დაინფიცირებული პირის ახლო კონტაქტებს უტარდება და მათგან, ვისაც გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა, ვირუსი არცერთს არ დადასტურებია.

ცნობისათვის, ავსტრალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 28 818 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 909 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა მიმდინარე თვეში დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცადა, რომ ავსტრალიას ვაქცინაციის პროგრამა მინიმუმ 6.3 მილიარდი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 4.8 მილიარდი აშშ დოლარი) დაუჯდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს