ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი ჰუბეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ესტუმრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ჩინეთში კოვიდ 19-ის პანდემიის წარმოშობის შესასწავლად ჩავიდა, დღეს ჰუბეის პროვინციის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოინახულა, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ექსპერტების ვიზიტი 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ცენტრის დატოვების შემდეგ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებმა ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზარი, რომელსაც ექსპერტების ნაწილი კოვიდ-19-ის წარმოშობას უკავშირებს, გუშინ მოინახულეს.

ისინი იმ საავადმყოფოებსაც ესტუმრნენ, სადაც პირველ დაინფიცირებულებს მკურნალობდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩინეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. პეკინი ცდილობს, ეჭვი შეიტანოს მოსაზრებაში, რომ კორონავირუსი ჩინეთში წარმოიშვა და მიანიშნებს, რომ ვირუსის წყარო იმპორტირებული გაყინული საკვებია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს