გრიგოლ გეგელია - ერთპარტიულ პარლამენტში 1 ალეკო იჯდება, 3 თუ 7 ალეკო, მან თავისი თავი სრულად ამოწურა - როგორც ჩანს, მოსახლეობის 52%-ის მიერ არჩეული აბსოლუტური უმრავლესობა იქნება გარეთ

ერთპარტიულ პარლამენტში ერთი ალეკო იჯდება, სამი ალეკო თუ შვიდი ალეკო, მან თავისი თავი სრულად ამოწურა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთპარტიულ პარლამენტში მნიშვნელობა არ აქვს ციფრებს, მნიშვნელობა აქვს ხარისხს.

“იქ ერთი ალეკო იჯდება, სამი ალეკო თუ შვიდი ალეკო, მან თავისი თავი სრულად ამოწურა და თქვა მისი პოლიტიკური შინაარსი, საკმარისია მოვისმინოთ საზოგადოების აზრი, რომ მივხვდეთ რაც არის ვერდიქტი. ნეტავი გვყავდეს კარგი ოპოზიცია პარლამენტში, ჩვენც ეს გვინდა კვლავ, რომ იქ იყოს პრინციპული ოპოზიცია, მაგრამ ეს ვერ მივიღეთ. როგორც ჩანს, მოსახლეობის 52%-ის მიერ არჩეული აბსოლუტური უმრავლესობა იქნება გარეთ“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით „2021 წელს ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის“. გრიგოლ გეგელიას თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები არავინ არ უნდა აღიქვას როგორც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა.

“პირადად ჩემთვის ევროპარლამენტარების განცხადებები არც ერთი წუთით გასაკვირი არ ყოფილა, მათ ინსტიტუციური პრიორიტეტები გააჩნიათ და ვერავის მოუწოდებენ პოლიტიკური პროცესი ინსტიტუციებს გასცდეს. არაერთ მათგანთან წლების განმავლობაში პირადი საუბრები მქონია, შემიძლია ვთქვა, რომ ვიცნობ მათ პრიორიტეტებს და რა აზრის არიან ისინი „ქართულ ოცნებაზე“. ამიტომ, არავინ არ უნდა აღიქვას ეს როგორც „ოცნების“ მხარდაჭერა, ეს არის ინსტიტუციონალიზმის მხარდაჭერა. მგონია, რომ პოლიტიკური პროცესი შეიძენს ბევრ ფორმას, იქნება მშვიდობიანი მაგრამ ძალიან მყარი და პრინციპული. დასავლური აზრიც ამავე დროს იცვლება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა