დასავლეთი მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას გმობს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალება დაგმო და სამხედროებს არჩეული ლიდერების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის აუნგ სან სუ ჩიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მიანმარში განვითარებული მოვლენები დემოკრატიული რეფორმებისათვის ”სერიოზული დარტყმაა“ და სამხედრო ლიდერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს.

მიანმარში სამხედროების მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დაკავებების განხორციელების გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატეს შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და სინგაპურმაც.

”მოვუწოდებთ ბირმის [მიანმარი] სამხედრო ლიდერებს, გაათავისუფლონ მთავრობის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და პატივი სცენ 8 ნოემბერს ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა.

განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაკავებების შესახებ ინფორმირებულია.

”შეერთებული შტატები მიანმარში ჩატარებული არჩევნების შედეგების შეცვლის ან ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის შეფერხების მცდელობის წინააღმდეგია და იმოქმედებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, თუ ეს ნაბიჯები არ შეიცვლება”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

მიანმარში განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯოსნონიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ.

„ვგმობ გადატრიალებას და მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის აუნგ სან სუ ჩიის, დაპატიმრებას. ხალხის ხმას პატივი უნდა სცენ და სამოქალაქო ლიდერები გაათავისუფლონ,“- წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა სამხედროებს მოუწოდა, "პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გადაწყვიტონ დავა კანონიერი მექანიზმებით და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაპატიმრებული სამოქალაქო ლიდერი".

სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მხარეებს თავშეკავებისა და პოზიტიური და მშვიდობიანი შედეგის მისაღწევად მიმართული ქმედებებისკენ მოუწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა