შალვა პაპუაშვილი - „გირჩის“ განცხადებიდან ვიცით, რომ ოპონენტებში არის ჯგუფი თუ ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკებების პროცესს

„გირჩის“ განცხადებიდან ვიცით, რომ ოპონენტებში არის ჯგუფი, თუ ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკებების პროცესს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მიზანი არის დესტრუქცია და არა პარლამენტის ფუნქციონირება.

„გირჩის“ განცხადებიდან ჩვენ ვიცით, რომ ოპონენტებში არის ჯგუფი, თუ ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზოგადად მოლაპარაკებების პროცესს, ეს მათ ინტერესში არ არის. მათ შორის, მას შემდეგ რაც „გირჩმა“ გამოიჩინა ინიციატივა და უფრო აქტიურად ჩაერთო ფასილიტაციაში, ისინი თავადაც ადასტურებენ, რომ პროცესი წინ არ მიდის. უბრალოდ, არის პოლიტიკური ჯგუფი თუ ჯგუფები, რომელთა მიზანი არ არის ის, რომ პარლამენტი ფუნქციონირებდეს, პირიქით, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია“,-აცხადებს პაპუაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრებს აქვთ დრო ჩამოყალიბდნენ, დემოკრატიის მხარეს და დადგებიან, თუ დემოკრატიის წინააღმდეგ.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ველით ხვალინდელ, 2 თებერვლის სხდომას. ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების, როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა - „პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს“, ჩამოყალიბდნენ ხვალამდე. ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში“,- აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილის დასძენს, საპარლამენტო უმრავლესობის ამოცანაა, ისეთი მექანიზმი შეიმუშაონ, რომელიც ოპონენტებს ნაკლებად მისცემს "დესტრუქციის შესაძლებლობას".

"ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დესტრუქცია მოხდეს, არ შემოვიდნენ პარლამენტში და ასე შემდეგ, პოლიტიკური დესტრუქციის აქტია. ჩვენი, უმრავლესობის ამოცანაა მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმი, რომელიც, ერთი მხრივ, ნაკლებად მისცემს ოპონენტებს შესაძლებლობას, რომ ასეთი დესტრუქცია გამოიჩინონ, მეორე მხრივ, კი პარლამენტმა იფუნქციონიროს ისე, როგორც ამ ინსტიტუტს შეესაბამება. "ქართულ ოცნებას" აქვს მოქმედების ბევრი ვარიანტი, ჩვენი არჩევანი უფრო ფართოა, ვიდრე ჩვენი ოპონენტების",- დასძენს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩ​ი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ. როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს. რაც შეეხება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა