რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის მეუღლე 20 000 რუსული რუბლით დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის მეუღლე 20 000 რუსული რუბლით (265 აშშ დოლარი) დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იულია ნავალნაია კვირას გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ათობით ქალაქში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს