დიმიტრი პესკოვი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე მოქალაქეების დაკავებებზე - პროვოკატორებთან და ხულიგნებთან საუბარი შეუძლებელია

რუსეთის პოლიცია იმ პროვოკატორების ქმედებებზე, რომლებიც არასანქცირებულ მიტინგებს ესწრებიან, მკაცრად და კანონის ფარგლებში რეაგირებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის გუშინ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე ათასობით მოქალაქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხულიგნებთან და პროვოკატორებთან დიალოგი შეუძლებელია.

„თქვენ და მე ვნახეთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხულიგნები და პროვოკატორები და მათი აგრესიული ქცევა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, რაც მიუღებელია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პოლიციამ აუცილებელი ზომები განახორციელა. პროვოკატორებთან და ხულიგნებთან საუბარი შეუძლებელია,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ათობით ქალაქში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო