პრემიერი ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავებაზე - ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ - უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების საკითხზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება. პრემიერის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი აღმაშფოთებელია.

„შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება, ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. როგორც მერიაში “ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შენობაში მოსწავლეები დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინიციატივით მოხვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა