ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძეს აირჩევენ

ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ავთანდილ ენუქიძეს აირჩევენ.

ენუქიძის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. მას სესიაზე დაამტკიცებენ.

ავთანდილ ენუქიძე იმ ოთხ დეპუტატთა შორისაა, რომელიც პარლამენტში, ოპოზიციის სტატუსით, “პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა და ამჟამად “ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენს.

“ევროპელ სოციალისტებს“ საპარლამენტო ფრაქცია არ აქვთ, თუმცა მმართველი გუნდის ინიციატივით რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ყველა იმ საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ოპოზიციური ფრაქციებისთვის არის განკუთვნილი.

ცნობისთვის, რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ორი სწორედ ოპოზიციის კვოტით ინიშნება.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა