მარიამ ქვრივიშვილი და ლევან ქარუმიძე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, მარიამ ქვრივიშვილი და ლევან ქარუმიძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა უთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და პრიორიტეტები დასახეს, დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.

შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირისკენ სწრაფვის პროცესში პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის - მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და მეგობრობის ჯგუფების როლს, იმისთვის, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში ასოცირებული ქვეყნების მიზნები და საჭიროებები უკეთ გაჟღერდეს, საერთო ინტერესთა სფეროებში მეტი მხარდაჭერის მისაღებად. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, მიმოსვლის აღდგენა და საზღვარზე დაშვების წინაპირობები, ეკონომიკური ურთიერთობების კვლავ გააქტიურება, მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარება ორივე ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება, თუმცა რეგულაციების ეტაპობრივი შერბილების გათვალისწინებით, იმედი გამოითქვა, რომ მობილობა საქართველო-უკრაინას შორის ახლო მომავალში ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა