მედია - გერმანიაში რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას არ გამორიცხავენ

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული და ჩინური ვაქცინების გამოყენებას დათანხმდეს იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირის მარეგულირებლები მათ დაამტკიცებენ. The Guardian-ის ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა Frankfurter Allgemeine Sonntagszeiting-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესაძლოა, აღნიშნული ვაქცინები ქვეყანას პანდემიის დაძლევაში დაეხმაროს. ამასთან, ბავარიის რეგიონის ლიდერმა მარკუს სოდერმა განაცხადა, რომ გერმანიამ რუსული Sputnik V-სა და ჩინური ვაქცინის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილოს.

ცნობისათვის, დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 16 რეგიონის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს, სადაც ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის გაუმჯობესების საკითხს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა