პორტუგალიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების თითქმის ნახევარი იანვარში დაფიქსირდა

პორტუგალიაში კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევების თითქმის ნახევარი მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პანდემიის დაწყების დროიდან, პორტუგალიაში კორონავირუსით 12 482 ადამიანი დაიღუპა, აქედან, იანვარში ვირუსს 5 576 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ფატალური შემთხვევების საერთო რაოდენობის 44.7%-ს შეადგენს.

ამასთან, პორტუგალიაში გასული წლის მარტიდან დღემდე კორონავირუსის 711 018 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 43%-ი იანვარში გამოვლინდა.

Reuters-ი წერს, რომ ქვეყანაში საავადმყოფოები კოლაფსის პირას იმყოფებიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს კი, საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ზოგჯერ საათობით უწევთ რიგში დგომა.

ქვეყნის ოფიციალური პირები ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდას კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული შტამის“ გავრცელებას უკავშირებენ. ამასთან, მათი განმარტებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შობის დღესასწაულის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებამაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა