ლელა ქებურიას განცხადებით, ჩხოროწყუში, სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი „ამაზრზენი, ამორალური და გაუგონარია“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ლელა ქებურიას განცხადებით, ჩხოროწყუში, სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი „ამაზრზენი, ამორალური და გაუგონარია“.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომხდარის გამო პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

„ამაზრზენი, ამორალური და გაუგონარი - ამ სამი სიტყვით შემიძლია შევაფასო ის ფაქტი, რაც მოხდა ჩხოროწყუში. ქვეყანაში, სადაც ვითომ ბავშვებზე ზრუნვის მოტივით, სახელმწიფომ ბავშვებს სრულფასოვანი განათლების უფლება წაართვა, ხდება ეს ფაქტი. მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა ამ ინციდენტის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მომხდარ ფაქტს არაადეკვატურად აფასებს სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. სკოლის დირექტორს წარმოდგენაც არ აქვს არც ბავშვთა უფლებებზე, არც საკუთარ უფლება-მოვალეობებზე, არც "განათლების შესახებ" კანონზე. მასწავლებლების კომენტარი კი არის სამარცხვინო.

რაც შეეხება თვითონ მერიას, ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები თავს თვლიან არა ხალხის დაქირავებულ მსახურებად და ანგარიშვალდებულად, არამედ ისინი თვლიან, რომ სანამ თანამდებობა აქვთ დაკავებული, ხალხს კი არ უნდა ემსახურონ, ხალხი უნდა ემსახუროს. ფორმალურად და ტექნიკურად შეუძლებელია, ადამიანმა, რომელიც არაა მერიის თანამშრომელი, განახორციელოს მსგავსი ტიპის ღონისძიება, როგორც ამას მერია აცხადებს. შეუძლებელია დაიგეგმოს აქტივობა და ამის შესახებ მერი ან მერიის რომელიმე თანამშრომელი არ იყოს ინფორმირებული. ეს წარმოუდგენელი ფაქტია. როგორც გავარკვიე, ეს სამსახური ახორციელებს დასუფთავების სხვადასხვა სამუშაოებს. შესაბამისად, მერიის სამსახური აუცილებლად იქნებოდა ინფორმირებული ამ ფაქტის შესახებ. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა პედაგოგი და სკოლის დირექტორი, მსგავსი გადაცდომის გამო. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვები საპირფარეშოს გასახეხად წაიყვანეს, სადარბაზოს დასალაგებლად წაიყვანეს თუ ხის დასარგავად. "განათლების შესახებ" კანონი სკოლის დირექტორს ავალდებულებს, რომ ნებისმიერი ტიპის აქტივობის დაგეგმვისას, როდესაც საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს სკოლის გარეთ, მშობელი იყოს ინფორმირებული”, - განაცხადა ლელა ქებურიამ.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის შემდეგ საპირფარეშო დაასუფთავეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა