ანონსი  2 თებერვალი

2 თებერვალს, 10.00 საათზე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

2 თებერვალს, 11:00 საათზე, "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია გაიმართება.

მის: პარლამენტის უკანა შესასვლელი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

2 თებერვალს, 11:30 საათზე, "ნამახვანის ჰესების" კასკადთან დაკავშირებულ საკითხებზე ორგანიზაციები - „მწვანე ალტერნატივა", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი " (EMC) და საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ზ. ფალიაშვილის 39ბ, IV სართული, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა"

საკონტაქტო: 599104043

2 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" ​(GDI) წარმომადგენლობით, არსებითად განიხილავს კონსტიტუციურ სარჩელს „ანი გაჩეჩილაძე საქართველო პარლამენტის წინააღმდეგ“.

2 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი III სართული)

2 თებერვალს, 12:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (ორთაჭალა, გულუას 6) „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, „დაუმორჩილებლობის მარშის" მანიფესტაციის დროს, "კომენდანტის საათის" დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით საჩივარს შეიტანს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

2 თებერვალს, 13:30 საათზე, მოძრაობა ''ხალხისთვის'' ლიდერი ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია-პრერფორმანსს გამართავს.

მის: დ. უზნაძის N52

საკონტაქტო:593616102

2 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო