ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიშის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის მოსმენა გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა მოხსენება საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც ევროინტეგრაციის პროცესის წამყვანი და მაკოორდინირებელი უწყების მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესების, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობისა და საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა