აზერბაიჯანში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 160 და დაიღუპა 4 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, ვირუსის 230 296 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 223 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 136 კი - გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ამ დროისთვის, 3 685 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს