ენტონი ბლინკენი - რუსებს მობეზრდათ კორუფცია და ავტოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ის ღრმად არის შეშფოთებული რუსეთში გამართული პროტესტის მკაცრი აღკვეთითა და ათასობით ადამიანის დაკავებით, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამის შესახებ მან NBC News -ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ პროტესტის უკან აშშ დგას. თუმცა, მისი განცხადებით, დემონსტრაციები ცხადჰყოფს, რომ რუსებს მობეზრდათ კორუფცია და ავტოკრატია.

მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ რუსეთმა შიგნით უნდა იყუროს და არა გარეთ.

შეგახსენებთ, რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა