პაატა იმნაძე - სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის და მთავარია, ხიბლში არ ჩავვარდეთ - კორონავირუსს ძალიან ცოტა დრო სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა და ახლა მთავარია მოსახლეობა ხიბლში არ ჩავარდეს. ამის შესახებ იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ ამავდროულად დანის წვერზეა გავლა საჭირო.

მანვე აღნიშნა, ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდება რაღაცების უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს ამ დროისთვისაა დაგეგმილი.

„წინა კვირის მონაცემებს, თუ შევაჯამებთ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა, მოიკლო შემთხვევებმა, დაახლოებით 4%-ზე ცოტა მეტია დადებითობის მაჩვენებელი. სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებში იქნება. ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის. ახლა მთავარია, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ და დღეს მოგეხსენებათ, ბიზნესებიც გაიხსნა, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა, აქ მთავარი იცით რა არის?! არ დაგვემართოს იმავე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში. ამ დაავადებას ძალიან ცოტა დროს სჭირდება, სადღაც ერთი თვე სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს და მეორე მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა.

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამე გაიხსნა ქვეყანაში ერთი კვირა დავაკვირდებით როგორი იქნება ეს მონაცემები და ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა და უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელია, მაგრამ ზოგი პროტესტის გაღვივებას ხელს უწყობს.

„ეკონომიკური სიტუაცია, მართლა ისეთია, რომ ზოგი ადამიანების უმრავლესობა აქციაზე გულწრფელია. დანარჩენი, ზოგი ცოტა ხელსაც შეუწყობს ამ პროტესტის გაღვივებას. ფაქტი ერთია, ნოემბერში პროტესტმა ძალიან მოიკლო. დეკემბრის დასაწყისში არ მახსოვს, ვინმეს ეთქვა, ახლა ყველაფერი გახსენითო, როცა ყოველდღე ჩვენი 50-მდე თანამოქალაქე კვდებოდა“, - განაცხადა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა